კითხვარი

ბლოგის შეფასებისათვის

Sunday, June 10, 2012

                     დუშეთი

  


                                         დუშეთი

   დუშეთი დუშეთი, ქალაქი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე. რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 33 კმ მანძილზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს, პირველად იხსენიება 1215 წელს. XVII ს-ში აქ არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. საერისთავოს გაუქმების შემდეგ დუშეთი მნიშვნელოვნად დაკნინდა. 1756 წელს მან ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთის მაზრის ცენტრი გახდა. მოსახლეობა 4,6 ათასი (2002 წ.).
   ქალაქში არის საკონსერვო, რძის ქარხნები, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია). ქალაქში შემორჩენილია წმ. გიორგის ეკლესია (IX-X სს.), მოხელის დარბაზი (XVII ს.), ჭილაშვილების ციხე-დარბაზი (XVIII ს.). დუშეთში არის წილკნის ეპარქიის რეზიდენცია.


                                         ანანური

   ანანური — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ანანური, ავენისი, ბანცურთკარი, დგნალი, ზოტიკიანთკარი, თანდილაანთკარი, კადოეთი, პავლეური, უფურეთი, ფხუნდავი, შალიკიანთკარი, ციხისძირი)
    მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 900 მ., დუშეთიდან 23 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 508 კაცი.
გვიან შუა საუკუნეებში ანანური მნიშვნელოვან ციხე-ქალაქს წარმოადგენდა; იყო არაგვის საერისთავოს, XVIII ს. მიწურულს — საუფლისწულოს ცენტრი. რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ, 1803-1821 წწ. იყო ანანურის მაზრის ცენტრი. სოფლის განაპირას შემორჩენილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობების კომპლექსი — ანანურის ციხე.

                                                     შატილი


      შატილი — ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).
    სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები - გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.
1970-იანი წლებში დაიწყო შატილის რესტავრაცია-ადაპტაცია (არქიტექტორები თ. აბრამიშვილი, ნ. მინდორაძე, ი. შარაშენიძე).
     2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[1]


                                           ჟინვალი

ჟინვალი , ჟინვანი, დაბა (1976 წლიდან) დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას, საქართველოს სამხედრო გზაზე. სადაბო საკრებულოს ცენტრი (შედის ჟინვალი, სოფლები:არანისი, ბზიკურთკარი, ბოდავი, გუდრუხი, ეთვალისი, ზემო ხორხი, თვალივი, ლაუშა, მენესო, ნეძიხი, სონდისველა, სწროფავი, უბანი, ფუძნარი, ქვემო ხორხი, ჩინთი, ხარტიშო, ხირაუშა). ზღვის დონიდან 760 მ, დუშეთიდან 15 კმ. მოსახლეობა 1.9 ათასი (2002).
    დაბა შეიქმნა ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით. ყოფილი სოფელი ჟინვალი მოექცა დატბორვის ზონაში, რის გამოც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დასახლდა სოფლებს არანისსა და ბიჩნიგაურთკარს შორის „ზანდუკლიანთ ნავენახარზე“ (სადაც გაშენდა დაბა ჟინვალი), მცირე ნაწილი - სოფელ ჩინთის მახლობლად, ადგილ წობენში.
ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით დაბის ტერიტორიაზე ქალაქი აღმოცენდა XII საუკუნის II ნახევარში, ხოლო დასახლებული პუნქტი გაცილებით ადრე უნდა არსებულიყო. ვახუშტის ცნობით (XVIII საუკუნე), ჟინვალი „ძველი ქალაქია“. ჟინვალის ნანგრევები XIX საუკუნის II ნახევარში აღწერა პ. იოსელიანმა. 1971 წელს ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ტნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის კომპლექსის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი), რომელმაც ფართოდ გაშლა მუშაობა დატბორვის ზონაში.


https://maps.google.com/maps/ms?msid=218250976980524375027.0004c224fb86a5e2d661f&msa=0&ll=42.08669,44.691345&spn=0.001419,0.003484

 



No comments:

Post a Comment